ახალციხის საკრებულოში ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ერთი კვირაა დავით ახალკაცი თავმჯდომარეობს. ყოფილი თავმჯდომარე მარიამ დალალიშვილი ფრაქციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. ამბობს, რომ დაპირისპირების გამო ფრაქცია და პარტია ერთდროულად დატოვა და ახალციხის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება.
“ჩემთვის იყო მოულოდნელი ერთი კვირის მერე მესმის, რომ მე არ ვარ თავმჯდომარე უცნობია რატომ შევიცვალე. დათოს უნდა კითხოთ რა მოხდა მას გულით უნდოდა ეს ადგილი აშკარად. მე დავტოვე პარტია და ვთვლი, რომ სწორედ მოვიქეცი,”- აცხადებს დალალიშვილი.
ახალი თავმჯდომარე დავით ახალკაცი კი ამბობს, რომ პარტიაში თანამდებობების ცვლილება ნორმალური პროცესია.
“თავმჯდომარის ცვლილება მოხდა, ამას ვადასტურებ. პოლიტიკურ ორგანიზაციაში თანამდებობები იცვლება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს,” – აცხადებს ახალკაცი.
მიმდინარე წელს ეს მეორე შემთხვევაა, როცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი პარტიას ტოვებს.
რუსთავი 2