ექსკლუზიური ინფორმაცია ნიკო კვარაცხელიას საქმეზე – კაკულიების ნაქირავებ ბინაში, მკვლელების მფარველის პირადობის მოწმობა იპოვეს

October 15, 11:34
0
299

კაკულიების ნაქირავებ ბინაში, გამომძიებლებმა ირაკლი ბიბილეიშვილის პირადობის მოწმობა იპოვეს. ბიბილეიშვილი კი ისაა, რომელმაც კვარაცხელიას მკვლელობისთვის გასამართლებულები, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე მკვლელობიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლში დამალა.

„ქრონიკამ” ექსკლუზიურად მოიპოვა ძმებ კაკულიების ნაქირავები ბინის ჩხრეკის ოქმიც, რომლითაც დასტურდება, რომ კვარაცხელიას მკვლელობისთვის გასამართლებულების მფარველი, ბიბილეიშვილის პირადობის მოწმობას ბრალდებული ძმები კაკულიები ინახავდნენ.

ეს სრულად ადასტურებს ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი. პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ ახალი გარემოებით დასტურდება, რომ კვარაცხელიას მკვლელობა კონკრეტულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.

„კაკულიების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ბიბილეიშვილის პირადობის მოწმობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და გამიმყარა რწმენა იმისა, რომ ბიბილეიშვილი არის ნამდვილად ამ დანაშუელბრივი ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი და ეს ნათელი დადასტურებაა კიდევ იმისა, რომ სწორედ კაკულიების კავშირი ნიკოს მკვლელობასთან”, – განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გასული წლის18 სექტემბერს გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა. 2021 წლის 20 სექტემბერს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

წყარო: „imedinews“

Cesko