25 Views
გერმანიის ქართული სათვისტომო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტი, ნათია გელაშვილი გარდაიცვალა.
ის წლების განმავლობაში ლეიკემიას ებრძოდა.
“მეგობრებო,
სამწუხაროდ ჩვენმა ნათიამ დაგვტოვა.
როგორც უმეტესობამ იცით, ნათიას წლების წინ ლეიკემია დაუდგინდა. გადანერგვის შემდეგ რამდენიმე წელი კარგად იყო. ეხლა კი ისევ გაურთულდა სიტუაცია. ლეიკემიას თან დაერთო კორონა, სხვადასხვა ტიპის ბაქტერიები და ვირუსები, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ნათიას დედა და ძმა მიუნხენში არიან. სამწუხაროდ ძმამ ვერ მოასწრო მასთან გამომშვიდობება”, – ნათქვამია გავრცალებულ განცხადებაში.