უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით. ჩვენი ამერიკელი პარტნიორი თხევად ბუნებრივ აირს 4-ჯერ ძვირად ყიდის – საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი

0
400
23 Views

უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით, – განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა.

„უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ის, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორი თხევად ბუნებრივ აირს 4-ჯერ ძვირად ყიდის იმ ფასზე, რა ფასადაც მას თავის მრეწველებს სთავაზობს“, – განაცხადა ბრუნო ლე მერმა.

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ეკონომიკური დასუსტება არავის ინტერესში არ შედის.

„ევროპის ეკონომიკური დასუსტება ამერიკელი პარტნიორების ინტერესში არ შედის. უნდა გამოვნახოთ უფრო დაბალანსებული ეკონომიკური ურთიერთობები ენერგეტიკულ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან.

 

Cesko