„ომში ბევრი ფულს შოულობს, ომი დამთავრდება და ნახავთ, რამდენი უკრაინელი გამდიდრდა, მილიარდერი გახდა, ისინიც კი, ვინც საქართველოს უტევენ“ – მეუფე იაკობი

0
573
27 Views

ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ომში ბევრი უკრაინელი გამდიდრდა, მათ შორის ისეთებიც, ვინც საქართველოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

„რუსი რომ ოკუპანტი იყო და ოკუპაცია აქვს ჩვენს ქვეყანაზე, დიდ ტერიტორიაზე გაკეთებული, ყველამ ვიცით ხომ. მაგას ვინ დამალავს. მაგრამ შეხედეთ, მეორე მხარეს რა ხდება.

ვისთანაც ვიდექით ისე, რომ სოლიდარობა გვქონდა, უკრაინა იყო ეს თუ დანარჩენი პროგრესული მსოფლიო, რა ხდებოდა იქ. იქ ხდებოდა ის, რომ, როდესაც ევროკავშირში მიღების კანდიდატობაზე იყო საუბარი, რამდენიმე ბალტიისპირელი გამოვიდა, ევროპარლამენტის დეპუტატი და როგორ გვებრძოდა, ასევე, მინისტრის მოადგილე უკრაინიდან, საქართველო არ უნდა მიიღოთო ამბობდა. პოდოლიაკი იმავეს ამბობდა, არესტოვიჩი იმავეს ამბობდა. ომში ბევრი ფულს შოულობს. ომი დამთავრდება და ნახავთ, რამდენი უკრაინელი გამდიდრდა, მილიარდერი გახდა, ისინიც კი, ვინც საქართველოს გვიტევენ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

Cesko