თურქეთში დაგვიბარეს ქართველმა “ქურდებმა”, გვცემეს და “პადვალში” ჩაგვკეტეს – ვის გვარებს ასახელებენ სკანდალური ჩვენებებში

0
613
29 Views

რუსთავი2–ის ინფორმაციით, გიორგი ნამგალაძეს ე.წ. კანონიერი ქურდები ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ის ოქროს მონეტების გახმაურებული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნამგალაძე წერს, რომ მისი ორი ნაცნობი საქმის გასარჩევად თურქეთში დაიბარეს, სცემეს და სარდაფში გამოკეტეს. დაკითხვის ოქმში ნახსენებია ჯეირან კინწურაშვილი, მეტსახელად “ხონსკი“ და მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი. “კურიერი” ამტკიცებს, რომ მას აქვს “კანონიერი ქურდების” წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები:

გიორგი ნამგალაძის ჩვენება: “დაახლოებით ღამის 01:00 საათზე მე დამირეკა რამაზ გიორგაძემ “ვოცაფში“, ვიდეო ზარით. ტელეფონი ეჭირა მამაკაცს, რომელმაც მითხრა, რომ იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ჯეირან კინწურაშვილი. საუბარში მან თქვა, რომ ამირან ჯაფარიძე და რამაზ გიორგაძე იყვნენ ნაცემები და დამწყვდეული ჰყავდა “პადვალში“. ასევე ვიდეო ზარის მეშვეობით საუბრობდა მინდია ლავასოღლი. მან დამიწყო გინება და უშვერი სიტყვებით მოხსენიება. ასევე მკითხა თუ სად ვცხოვრობდი, რათა ჩემთან გამოეგზავნა თავისი ხალხი საცემად. მე შემეშინდა და მისამართი არასწორად ვუთხარი”.

რამაზ გიორგაძის ჩვენება: “მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ხოფაში, ე.წ. “კანონიერ ქურდთან”, ჯეირან კინწურაშვილთან. იქ “სკაიპით” ჩაერთო ლავასოღლი, რომელმაც თქვა – ქურდებს როგორ გვატყუებმიაღებინეთ მას რაც ეკუთვნისო. ამის შემდეგ ერთ-ერთმა იქ მყოფმა ამირან ჯაფარიძეს მარჯვენა ხელი გაარტყა სახეში”. 

ამირან ჯაფარიძეს და რამაზ გიორგაძეს, რომლებსაც თურქეთის ქალაქ ხოფაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, სხვა რამდენიმე პირთან ერთად საქართველოში ოქროს მონეტები უნდა შემოეტანათ. თანხა ბათუმელმა ოქრომჭედელმა, ლევან აბულაძემ გადაიხადა. საბოლოოდ მონეტები ყალბი აღმოჩნდა, მასში გადახდილი 92 ათასი დოლარი კი სადაო გახდა. შავმა სამყარომ საქმის გასარჩევად მხარეები საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში დაიბარა და მათ ნაწილს, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

ოქროს მონეტების საქმეში სულ ცხრა ბრალდებულია. მათი ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. სცემეს თუ არა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა ოქროს მაძიებლები? ჩვენებების მიუხედავად, ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში ამის მტკიცებულებები არ არსებობს.

Cesko