31 Views
კასპში მოღვაწე დეკანოზი ლევან ჯიქური:
“ეხლა ისეთი სასწაული მითხრეს როგორ არ მოგიყვეთ? ერთმა ქალბატონმა გამომიგზავნა თანხა, როგორც ჩათვლი საჭიროდ ისე გამოიყენეო.
ამ თანხით დანგრეულ წმინდა გიორგის ტაძარს დავეხმარე, გაჭირვებულებს შეშა ვუყიდეთ, ნაწილი მე გამოვიყენე.
ამის შემდეგ მისმა შვილმა გააკეთა დიდი ავარია, მაგრამ მსხვერპლი არაა და ნახა ასეთი ხილვა:
“ვხედავ სოფლის გზაზე მივდივარ და გზაზე ყუთი დგას შემოკრული აქვს წარწერა შესაწირი ეკლესიის აღდგენისთვისო. ამ დროს ქალი გადმომიდგა წინ და ხელის გულზე წმინდა გიორგის ხატი უდევს ვემთხვიე და მადლობას ვუხდი რომ შვილი გადამირჩინა და ის ქალბატონიც გადარჩა ვისაც დაეჯახა. ეს ქალი მეუბნება წმინდა გიორგიმ მართლა გადაგირჩინა შვილიო. ეს ქალი ჩემი აზრით ყოველთა დედა ღვთისმშობელი იყო.”