“გაიმარჯვა მერე?”; “დიახ, გაიმარჯვა! რატომ მეკითხებით ირონიულად?” – ტრაპაიძე და ბარამიძე

0
484
30 Views

“ენმ”–ის წევრი, გიორგი ბარამიძე, “ტვ პირველთან”, ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვებს პასუხობს.

დიანა ტრაპაიძე:

–თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი არავის ურიგდება, თუმცა, მას აქვს კონკრეტული სტრატეგია, გახდა გაცილებით კონსტრუქციული და ამას მისი ადვოკატებიც ამბობენ, იმისთვის, რომ ხელისუფლებას მეტი მოტივაცია გაუჩინოს მისი ქვეყნიდან გაყვანის ან სასჯელის გადავადების.

გია ბარამიძე:

–მან აჩვენა მთელ ქართულ საზოგადოეაბას, რომ ის არ არის ის სტანდარტული პოლიტიკოსი, რომელიც მარტოი საკუთარ კეთილდღეობაზე და კომფორტზე ფიქრობს. ის იყო ძალიან მაღალ თანამდებობაზე ევროპის ყველაზე დიდ ქვეყნაში. ძალიან დაფასებული იყო, არაფერი აკლდა და ჩამოვიდა, რომ თავის ხალხს დახმარებოდა, რათა გავთავისუფლდეთ ამ ბოროტებისგან.

დიანა ტრაპაიძე:

–ბატონო გიორგი, როგორ უნდა დახმარებოდა? ახლა სხვა კონკრეტული თემებია, მისი სასჯელის გადავადების თემა, რომელიც არის ჯერ გადაუწყვეტელი, და მისი განცხადება, რომ პარტია არ ჩაერიოს ამ ამბავში, პარტიას რა გეგმა აქვს? გელბახიანმა თქვა, მისი პარტიის ადგილზე, შევიდოდი რაღაც ტიპის კომუნიკაციაში ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ, აი, ამაზე ძვირფასი ვინ ჰყავს პარტიას. ამ ტიპის მოსაზრებას გაჰყვებოდით, თუ ფიქრობთ, რომ არაფერი გაქვთ, თუნდაც ამ თემაზე ხელისუფლებასთან სალაპარაკო?

გია ბარამიძე:

–ვეთანხმები ბატონ ვალერის, მასზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ლიდერი ჩვენ პარტიას არა ჰყავს, მაგრამ სწორედ ამას მოგახსენებთ თავიდანვე, რომ სააკაშვილი არავისთან შედის გარიგებაში, განსაკუთრებით პუტინის მონების რეჟიმთან. ცოტა ისე, ირონიასავით გაიჟღერა, რისი დახმარებისთვის ჩამოვიდაო და იმისთვის რომ არჩევნებში გაემარჯვა ოპოზიციას. სააკაშვილი ახლაც გვეხმარება ჩვენ.

დიანა ტრაპაიძე:

–გაიმარჯვა მერე?

გია ბარამიძე:

–კი, სააკაშვილი ახლაც გამარჯვებულია და რა მესმის თქვენი ირონია.

დიანა ტრაპაიძე:

–ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისთვის ჩამოვიდაო და ამაზე გკითხეთ.

გია ბარამიძე:

–ოპოზიციამ გაიმარჯვა, დიახ, უბრალოდ პუტინის მეტასტაზებმა მოახერხეს არჩევნების ტოტალურად გაყალბება და თქვენ ხომ იცით, რომ ოპოზიციამ გაიმარკვა, რატომ მეკითხებით ირონიულად?

დიანა ტრაპაიძე:

–ოპოზიცია მათ შორის ნაციონალური მოძრაობაა პარლამენტში, რაც ნიშნავს, ამ არჩევნების აღიარებას.

გია ბარამიძე:

–არა არ ნიშნავს მაგას.

დიანა ტრაპაიძე:

–თქვენ პარტიაში რა ხდება, სოსო თოფურიძე 2 დღეა წერს ფინანსური გადაჭარბების შესახებ, ამას მოჰყვა პარტიის პასუხი და პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ თავის დროზე სრულ სიმართლეს მისგან გაიგებენ. რაღაც ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, რა პროცესია, ვინ ერჩის? გამოითქვა ვერსია, ვანო მერაბიშვილი ხომ არ დგას ამის უკან.

გია ბარამიძე:

–დიანა, ჩემზე მეტს ლაპარაკობთ და თქვენზე ცოტა დროს მაძლევთ, რომ კითხვებს ვუპასუხო. ჩვენ გავიმარჯვეთ და ამაში სააკაშვილის ძალიან დიდი როლი იყო და არის. საააკაშვილი ახლაც გვაძლევს მაგალითს, როგორ უნდა გაწირო სამშობლოსთვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მან ზუსტად იცოდა რომ მოდიოდა ეს, სულელი ნამდვილად არ არის.

დიანა ტრაპაიძე:

–პატიმრობისთვის მზად არ იყო, ფაქტია.

გია ბარამიძე:

–არა, მან იცოდა რომ დიდი ალბათობით მას დააპატიმრებენ. არც ერთი ადამიანი იქნება მზად ასეთი წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის. გვაჩვენეს, როგორ გადმოჰყავთ სასწრაფოს მანქანიდან, ჩაცმული იყო და მერე ტანზეშემოხეული შეაქვთ პალატაში. აჩვენა რეჟიმმა როგორ იძალადეს მასზე. მისი ჯანმრთელობა გატეხა მისმა შიმშილობამ. დღეს ის პუტინის ტყვეა და ამისი ზერელედ მოხსენიება არანაირად არ შეიძლება. რაც შეეხება კითხვას ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, გასცა პასუხი პარტიამ, თავმჯდომარემაც, ხარჯები არის ღია, პარტიის თვამჯდომარესთან დაკავშირებით, იმაზე ლაპარაკი, რომ ის მილიონებს ხარჯავს, ეს ასე არ არის, ასე რომ იყოს, ეს ყველას სირცხვილი იქნებოდა და გამოვიდოდა, რომ ერთმა კაცმა ამოიდო იღლიაში პარტია. თუ ვინმეს ასე ჰგონია, ცდება. ეს პარტია არ არის იღლიაში ამოსადები. თუ რაღაცას ვიღაცა ისე არ აკეთებს, უნდა მოიქცეს ისე, როგორც გვკარნახობს ჩვენი პარტიის მრწამსი.

Cesko