23 Views
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება.
მედვედევის თქმით, ზელენსკის „პროფილაქტიკური კრანიოტომია“ სჭირდება.
„ამ იდიოტს ფსიქიატრებმა პროფილაქტიკური კრანიოტომია [თავის ქალას გახსნა და ძვლის ნაწილის ამოკვეთა] იქამდე უნდა ჩაუტარონ, სანამ ის კიდევ უფრო მეტ უბედურებას დამართებს თავის ხალხსა და ყველას“, – აცხადებს მედვედევი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალება არ უნდა მისცეს, ამისთვის კი „პრევენციული დარტყმები“ უნდა განახორციელოს.