„ზელენსკის განცხადება მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებას ნიშნავს“ – პესკოვი

October 7, 07:35
0
296

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას „მსოფლიო ომის დაწყებისკენ“ მოუწოდებს.

პესკოვის თქმით, შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, მისი შედეგები არაპროგნოზირებადი და საშინელი იქნება.

ზელენსკის განცხადება რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმის შესახებ არსებითად ნიშნავს მოწოდებას მსოფლიო ომის დაწყებისკენ. ამ განცხადებას მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უნდა მიაქციოს ყურადღება. განსაკუთრებით შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალება არ უნდა მისცეს, ამისთვის კი „პრევენციული დარტყმები“ უნდა განახორციელოს.

Cesko