23 Views
რუსეთის ფედერაცია სრულიად ერთგულია ბირთვული ომის დაუშვებლობის პრინციპისადმი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ვამტკიცებდით ამას. ასეთ ომში გამარჯვებულები არ იქნებიან, ის არასდროს არ უნდა დაიწყოს”, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, “ატომური რიტორიკის” გრადუსი იწევა “ნატოცენტრული სტრუქტურების, ნატოცენტრული სახელმწიფოებისა და მათ მიერ, ვინც საინფორმაციო სფეროში მათ ინტერესებს ემსახურება”.
“ჩვენ არ ვაპირებთ ამ საშინელ დისკურსში მონაწილეობას, რომელიც ატომური რიტორიკის გაძლიერებას ეძღვნება”, – განაცხადა ზახაროვამ.
მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქვეყნის დოქტრინულ საბუთებს არანაირი ცვლილებები არ განიცადიათ.