სოციალური ქსელის მომხმარებელი, თეო ცხადეძე უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს დედასა და ორ შვილზე. მათ საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.
“21 საუკუნეში 7 წლის ბავშვი შიმშილისგან ცუდად რომ ხდება არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა
ილია იმყოფება კლინიკაში ბორჯომში
ცხოვრების ნახევარი ამ ბავშვებს შიმშილში და სიცივეში აქვთ გატარებული
ყველაფერი აკლიათ და ენატრებათ
ილია და რატი თავის დედიკოსთან ერთად ბორჯომში დანგრეულ შენობაში ცხოვრობს
დედა 32 წლის ნათიას მრავალწლიანი სტრესის, შიმშილის და უბედურებების გამო აქვს ანორექსია, ადამიანი თვალსა და ხელშუა ქრება
ქმარმა ის ორ შვილთან ერთად მიატოვა 3 წლის წინ, დალოგინებული დედაც დაუტოვა და გაქრა, არც ბავშვები მოუკითხია მას მერე და არც ავადმყოფი დედა
უმძიმეს პირობებში ცხობრობს, შენობა ავარიულია და არ ვიცით რა დროს რა შეიძლება მოხდეს, ყველა მხრიდან წყალი შედის
ნათია თვითონ ობოლია, ძალიან პატარას დაეღუპა მშობლები და პატარა ძმაც თვითონ გაზარდა რომელსაც ასევე უჭირს.
აქ იმდენი გოგო ვართ იქნებ ეს ზამთარი გადავატანინოთ და ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრებაა მცირედით მაინც შევუმსუბიქოთ
დავდებ ანგარიშებს კომენტარებში”, – წერს თეო ცხადაძე.