ენგურის ხიდთან Duty Free აშენდება

0
571
27 Views

ენგურის ხიდთან, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, სოფელ ჭუბურხინჯში, დაუბეგრავი ვაჭრობის მაღაზია Duty Free აშენდება. შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა ხელი მოაწერა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

მაღაზიის მშენებლობის უფლება კომპანია „კუაზან მბტ“-ს მიეცა. Duty Free-ს მაღაზია მან საკუთრი ხარჯებით უნდა ააშენოს და პარალელურად არ შეუქმნას ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას.

რაც შეეხება პროდუქციას, რომლის გაყიდვა მაღაზიაში მოხდება, ეს ჩამონათვალი სპეციალურ საკოორდინაციოს საბჭოსთან უნდა იყოს შეთანხმებული.

აფხაზურ მედიაში სვამენ შეკითხვას – „ნიშნავს თუა რა ეს, რომ ენგურის ხიდით საქონლის ტრანზიტის განხორციელება იგეგმება? ბოლო დრომდე სოხუმი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ვინაიდან არ სურდა „მტრულად განწყობილ ქვეყანასთან (საქართველოსთან) რაიმე სახის ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა“.

აგვისტოში დე ფაქტო ლიდერთან ბჟანიასთან თათბირი ჩატარდა, სადაც ენგურის ხიდით ტრანზიტის შესაძლებლობა განიხილებოდა. ოფიციალური თბილისის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია.

Cesko