„ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო.. ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ მან იცრუა“ – ბასილაშვილის დედამ პროცესზე დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა

0
498
30 Views

ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს.

ნატალია ნაჭყებია დეტალურად ჰყვება ნელი დოროყაშვილთან მის ურთიერთობაზე და აღნიშნავს, რომ ყოფილ რძალთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

“ქორწინებამდე ორი წლით ადრე გავიცანი, რამდენადაც ვიცი, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო.

პირადი ამონაწერები მაქვს და ადვოკატებისთვის არ მიმიცია, ამის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ნელიმ ჩვენება მისცა და ეს ტელევიზიით გაჟღერდა, ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ სიცრუე ისაუბრა.

პირველად ნელიმ თხოვნით მომმართა, რომ მას ნიკას მეჯვარე არ მოსწონდა, ყველა შეხედულების გაზიარება შემიძლია, ამასაც თანადგომით მივუდექი. ეს ბიჭი, ნიკას ბავშვობის მეგობარი იყო, ნელის მასთან არანაირი წინაპირობა არ ჰქონია, ჩანაწერებში ვეუბნები კიდეც, რომ ნიკას მეგობრებში ყველაზე წესიერი იყო”,- განაცხადა ნაჭყებიამ.

მან პროცესზე ნელი დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა.

“გუშინ იგივე დეპრესია დამეწყო. გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა, ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით. ძალიან არ მინდა ეს ჩვენი მეჯვარე იყოს. გეხვეწებით, რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა ამ ოჯახს, თორემ მერე თქვენი სირცხვილი იქნება. ვერ წარმოვიდგენ მაგას ქორწილში, თან მე ძალიან მემჩნევა სახეზე ცუდად რომ ვარ და მთელი ქორწილი მოვკვდები ტირილით. ეგ თუ დარჩა მეჯვარედ. ნიკას ახალ არ ვეუბნები არაფერს, ვუთმენ სანამ ჩამოვა. რომ ჩამოვა დაელაპარაკეთ და ერთი მეჯვარე ჰყავდეს“,- წერს დოროყაშვილი ნაჭყებიას.

როგორც ნაჭყებია აღნიშნავს, ნელი დოროყაშვილს ბასილაშვილის მეჯვარე გარეგნულად არ მოსწონდა. მისივე თქმით, ნიკოლოზს სთხოვა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ნელის გაუხარდებოდა და საკუთარ ქორწილში თავი ბედნიერად ეგრძნო.

ბასილაშვილის დედის თქმით, საბოლოოდ გიორგი ნარსია სხვა მანქანაში ჩასვეს, რომ დოროყაშვილს არ ენახა.

ამასთან, პროცესზე ნატალია ნაჭყებიამ თქვა, რომ ნელი დოროყაშვილმა ქორწილიდან უფროსების წასვლა მოითხოვა.

ქორწილში DJ-ის მოსვლის შემდეგ ხდება ის, რომ ჩვენთან მოდიან ნიკოლოზი და თენგო და ორივემ ძალიან მორიდებით გვითხრა, რომ ნელის სურვილის გამო ქორწილი უნდა დაგვეტოვებინა ჩვენ, უფროსებს, მათ შორის მის მშობლებს. ეს რა თქმა უნდა არ მესიამოვნა”- თქვა ბასილაშვილის დედამ.

Cesko