,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მეუღლე სოფო ლილუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ნიკა გვარამიას პროცესის პარალელურად და აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინები არ გააჩნია, თუმცა საერთაშორისო მხარდაჭერის იმედის შესაბამისად ფიქრობს, რომ ნიკა მალე გათავისუფლდება:,,5 თვე გავიდა ნიკას პატიმრობიდან. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩემთან ერთად ჰგონია, რომ ნიკა უკანონო პატიმარია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მინდა ვუთხრა, რომ დღეს თუ არა ძალიან მალე ნიკა იქნება თავისუფალი და ჩვენ ყველანი ვიქნებით თავისუფლები!
ამაზე მეტყველებს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დამოკიდებულება ნიკას საქმისადმი, რომლებიც ჩემთან ერთდ თვლიან, რომ ნიკა არის უკანონო და პოლიტიკური პატიმარი.
სამწუხაროდ, არანაირი პოზიტიური და დადებითი მოლოდინი დღეს არ მაქვს. ვთვლი, რომ ბრალდების მხარიდან ისევ და ისევ მოვისმენთ, რომ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, არ არსებობს მომჩივანი და ნიკა მაინც პატიმარია!
თუ სააპელაციოს მოსამართლეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას სათავისოდ, ძალიან გამიხარდება“, – აცხადებს სოფო ლილუაშვილი.
სოფო ლილუაშვილი სრულიად მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს…
27 Views