„ხერსონში უკრაინელების წინსვლა შევაჩერეთ, მათ დიდი დანაკარგები აქვთ“ – რუსული მხარე

0
506
28 Views

„ვითარება ხერსონის ფრონტის ხაზზე არაკრიტიკულია, უკრაინის ჯარების წინსვლის მცდელობები ჩაიშალა“, – ამის შესახებ კირილ სტრემუსოვმა განაცხადა, რომელიც ხერსონში რუსულ ძალებს წარმოადგენს.

მისივე თქმით, უკრაინელებს „დიდი დანაკარგები აქვთ“.

„ხერსონის მიმართულებით, ჩრდილოეთიდან, არის უკრაინელი ნაცისტების გარკვეული წინსვლა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ არა უკრაინელი ნაცისტები, არამედ თითქმის მთელი ნატო იბრძვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული გვარდიისა და საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა წარმატებით შეაჩერეს უკრაინელი სამხედროების წინსვლა. უკრაინის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა ასობით არის“, – განაცხადა სტრემუსოვმა.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Cesko