26 Views
ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 276 ადამიანი დაშავდა, 68-ს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ხოვისთან ახლოს, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.