„დარწმუნებული ვარ, ზოგიერთს გესიზმრებათ, კედელზემიყენებულს როგორ მხვრეტთ“ – ვის მიმართავს რუსუდან შარაძე

0
490
23 Views

გურამ შარაძის ქალიშვილი, პროფესორი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„სუფთა გურული დამოკიდებულება მაქვს ამხანაგ-მეგობარ ნაცებთან – ვიღაცას ცამდე ვუთმენ და ვიღაცას – ბრახ და მოვისვრი მეგობრებიდან. ყალბებზე ვბრაზდები, ან სულაც, მარცხენა ფეხზე ვდგები. არ მიხარია და არ მეამაყება ჩემი საქციელი. რამდენიმე შემთხვევაში, უკან რომ დამაბრუნოს კაცმა, არ ვიზამდი, მაგრამ რა ვქნა…

ახლა როგორ იქცევიან ისინი? ვიღაც მეც ცამდე მითმენს და ვიღაც მშლის. ბარი-ბარში ვართ და ზოგჯერ რატომ მწყინს-მეთქი, დავფიქრდი და ეს მივიღე – შინ ევროპაში ვცხოვრობ და ქართველი ვარ, ვკმაყოფილდები თანდაყოლილი ლიბერალურ-დემოკრატიული ბუნებით და ზედმეტად არ ვდემოკრატობ, თქვენი აზრი და ქცევა ჩემთვის განსხვავებული აზრი კი არა, მკვლელების (მათ შორის, მამაჩემის), მწამებლების, სამშობლოს გამყიდველების მხარდაჭერაა, თქვენი დემოკრატობა ყალბია, ლიბერალობა – სასაცილოზე მეტი, რადგან თქვენ, ევროპელებზე მეტი ევროპელები, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, თან მეგობრებს, შლით.

აბა, სხვა რა ვიფიქრო, მე თქვენთვის ოჯახი არ ამომიწყვეტია და სიყვარულის მეტი არაფერი „მიკადრებია“. ის კი არა, ისე ხართ გამწარებული, დარწმუნებული ვარ, ზოგიერთს გესიზმრებათ, კედელზემიყენებულს როგორ მხვრეტთ. აჰაჰაჰა, ბებიათქვენისამ!

აი, ესაა ჩვენ შორის განსხვავება და ახლა გინდა ახტით და გინდა ჩამოხტით“, – წერს რუსუდან შარაძე.

 

Cesko