საქართველო, გილოცავ ფაშიზმზე გამარჯვების 10 წლის იუბილეს! – ლალი მოროშკინა

0
632
22 Views

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

-მორჩა, შენი პარპაში, ამოვიდა ყელში შენი წიგნები, აი ხომ გაყურყუტეთ 15 დღე მოდულში, ახლა უკვე 15 წლით გადაგკეტავთ!-
ვიღაცის მძიმე ხელი ვიგრძენი მხარზე, უეცრად მოვტრიალდი და ჰოი საოცრებავ, ჩემი ძველი ნაცნობი, აწ კუდის მაღალჩინოსანი მიანონსებდა ჩემს არც თუ სახარბიელო მომავალს.
-ვნახოთ!
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ -მივახალე მე და ვაკის “კანაპის” ვიტრინას დავუბრუნდი, საიდანაც ბარნოვის ქუჩის საარჩევნო უბანი ჩანდა.
მოხუცები საკუთარი პასტებით, მოსულიყვნენ
-ბებია, ამბობენ “იმათი” პასტით რომ შემოვხაზოთ წაიშლებაო…
იმ “კანაპეში” წყდებოდა ჩვენი ბედი…
ქალები, ქალები, ქალები…
აბა ბიჭები ყველა ციხეებში ყავდათ გამოკეტილი.
მერე საარჩევნო უბანი დაიკეტა…
მერე იყო ტელევიზორის წინ პროცენტების ანგარიში…
არა, ეს “ოცნების” პროცენტები კი არ იყო, ეს იყო ჩემი და ჩემი შვილების გადარჩენის პროცენტი…
ეს იყო სადიზმის და ფაშიზმის ყოფნა-არყოფნის პროცენტი…
მერე, თვალთ დამიბნელდა…
მერე ახალ საქართველოში გავიღვიძე და ისევ აივსო თბილისის ქუჩები ბიჭებით…
მადლობა ბატონო ბიძინა!
მადლობა თავისუფლებისთვის!
ჩემი ოჯახისთვის დანთებული სანთლებიდან ერთი ყოველთვის თქვენია…
მადლობა Irakli Garibashvili Kakha Kaladze❤️მე ვამაყობ თქვენით!
საქართველო, გილოცავ ფაშიზმზე გამარჯვების 10 წლის იუბილეს!
❤️❤️❤️❤️❤️❤️
P.S.ის კუდის მაღალჩინოსანი მეგობრებში მყავს, მე მას მივუტევე…

Cesko