სტოლტენბერგი – „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვა დივერსიული აქტია

0
464
23 Views

“ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენებზე მომხდარი გაჟონვა დივერსიული აქტია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დანიის თავდაცვის მინისტრთან, მორტენ ბოდსკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ძვირფასი მოკავშირე დანიის თავდაცვის მინისტრ მორტენ ბოდსკოვთან განვიხილეთ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი დივერსია. ვისაუბრეთ ნატო-ს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე“, – დაწერა სტოლტენბერგმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაზმა გაჟონა.

Cesko