სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“გარდაიცვალა ბებო, მამაჩემის დედა. ყველაზე კეთილი და საყვარელო ბებო, რომელმაც ქვეყნის პატრიოტი, მეგობრებისა და ოჯახის ერთგული და უბრალოდ კარგი ადამიანი, მამაჩემი აღზარდა.
16 ივლისს, კახეთში, ბებოს სახლშიც იყვნენ შესულები პოლიციელები. ბებო თავიდან თავის კალენდარზე დღეებს ინიშნავდა, მამას ელოდებოდა, შემდეგ გვეკითხებოდა როდის ნახავდა მამას, მაგრამ ვერ მოასწრო მამას ნახვა, ვეღარ გაუძლო. ბე მიყვარხარ და გპირდები, მამა აუცილებლად კარგად იქნება, ისევ ჩვენთან ერთად. შენი დამსახურებით მყავს ასეთი მამა და მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია!
ბიძინა ივანიშვილის მუქარის ბოლო ნაწილი ნელ-ნელა სრულდება, დღეს ბებოს სიცოცხლე შეეწირა ამ ჯოჯოხეთს, რაც ბოლშევიკებმა, რუსულმა ოცნებამ მოგვიწყო! პასუხს აგებთ ყველაფრის გამო !!!
მედია საშუალებებს ვთხოვ, დღეს ეს ინფორმაცია არ გააშუქოთ, რომ მამამ ტელევიზორიდან არ გაიგოს ეს ამბავი. ხვალ დილით, ჩვენი ადვოკატი შეატყობინებს ა მამას ამ ამბავს”, – წერს ნინი გოგაშვილი.