ნაცმოძრაობის ლიდერი ნანუკა ჟორჟოლიანს ტყუილსა და უნამუსობაში ამხელს

0
1968
33 Views

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევრი, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს სოციალური ქსელის მეშვეობიღ პა­სუ­ხობს.

“ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა, ამ­ჯე­რად უკვე სა­ჯა­რო ჭო­რა­ო­ბით და ტყუ­ი­ლე­ბის ფრქვე­ვით, მი­სი­ვე ტერ­მი­ნით თუ ვი­ტყვით, “გა­ა­ბედ­ნი­ე­რა” ყვე­ლა, ვი­საც გა­ა­ხა­რებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტი­ის და­ზი­ა­ნე­ბა სა­ეჭ­ვოა მას ეს არ ეს­მო­დეს. ანუ შეგ­ნე­ბულ, მი­ზან­მი­მარ­თულ და ბო­როტ­გან­ზრა­ხულ კამ­პა­ნი­ას­თან გვაქვს საქ­მე.ამ ბინ­ძურ პრო­ვო­კა­ცი­ას არც ვუ­პა­სუ­ხებ­დი, რომ არა ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რე­ბის და მი­შას ნამ­დვი­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ინ­ტე­რე­სი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად და რო­გორ იგეგ­მე­ბო­და აქ­ცი­ე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მისი სა­მო­ქა­ლა­ქო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით.
ჩვენ და­ვა­ორ­გა­ნი­ზეთ ათე­უ­ლო­ბით აქ­ცია, მსვლე­ლო­ბა, პი­კე­ტი რო­გორც რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან, ასე­ვე თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში.სწო­რედ ამი­ტომ, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ეს გან­ცხა­დე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი და უნა­მუ­სო­ბა! აქვე გე­ტყვით, რომ თით­ქმის ყვე­ლა აქ­ცია, მისი ლო­კა­ცია და ში­ნა­არ­სი შე­თან­ხმე­ბუ­ლი მქონ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან (ცხა­დია იყო გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც, რო­დე­საც მსვლე­ლო­ბე­ბი სპონ­ტა­ნუ­რად იგეგ­მე­ბო­და).იმ პე­რი­ოდ­შიც, რო­მელ­საც ეს სუ­ბი­ექ­ტი აღ­წერს, იგეგ­მე­ბო­და 8 ნო­მებ­რის მას­შტა­ბუ­რი დე­მონ­ტრა­ცია თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე; ამ აქ­ცი­ა­საც რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­შას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და კო­ორ­დი­ნა­ცია უძღო­და წინ.

შემ­დეგ კი იყო დიდი მსვლე­ლო­ბე­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში და მა­გის­ტრა­ლე­ბის გა­და­კეტ­ვა/პა­რა­ლი­ზე­ბა. ასე­ვე რუს­თა­ვის ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის საკ­მა­ოდ ხში­რი ‘სტუმ­რე­ბიც’ ვი­ყა­ვით.ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს ეს ყო­ვე­ლი­ვე ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვთ.ბო­დი­ში, თუ ქ-ნ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს წი­ნას­წარ არ ვუ­თან­ხმებ­დით ყო­ველ ჩვენს ნა­ბიჯ­სა და აქ­ტი­უ­რო­ბას იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­შიც, რა­საც აღ­წერს, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ად­გილ­ზე მო­ვი­და ცი­ნი­კუ­რი და ქედ­მაღ­ლუ­რი გან­წყო­ბით იმ გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც ცი­ხეს­თან შე­იკ­რი­ბა მი­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, თურ­მე არ მო­ე­წო­ნა მათი “ვი­ზუ­ა­ლი”, “ფი­ცა­რი” უწო­და სა­ხელ­და­ხე­ლოდ ჩა­მო­ტა­ნილ მცი­რე ზო­მის სცე­ნას და ახლა უზ­ნე­ოდ მო­მა­წერს გა­მა­ოგ­ნე­ბელ ფრა­ზას, თით­ქოს მე მეთ­ქვას, რომ მი­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და “რუს­თა­ვის ციხე” ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი არ იყო.

ამით ყვე­ლა­ზე უღირ­სი, ცი­ნი­კუ­რი, შავ-ბნე­ლი და ბინ­ძუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით, ზუს­ტად იმას მაბ­რა­ლებს, რაც ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბა­ში, ადა­მი­ა­ნურ თუ პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­უ­ღე­ბე­ლია: ღა­ლატს და ორ­პი­რო­ბას! მთე­ლი მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე, რაც პო­ლი­ტი­კა­ში ვარ, არა­ვის, თვით უბო­რო­ტეს მტრებ­საც კი, ათას სი­სა­ძაგ­ლეს რომ მწა­მებ­დნენ, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის­თვის ღა­ლა­ტი და ორ­პი­რო­ბა არ და­უბ­რა­ლე­ბია.

ცხა­დია, უშეც­დო­მო პო­ლი­ტი­კო­სი ამ­ქვეყ­ნად არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის რო­ყი­ოდ მო­ნა­ყო­ლი “ის­ტო­რია”, უბ­რა­ლოდ ტყუ­ი­ლია მისი ფორ­მი­თაც და რაც მთა­ვა­რია, ში­ნა­არ­სით.კვლავ ვი­მე­ო­რებ: არც ერთი ნა­ბი­ჯი არც მა­შინ, არც შემ­დგომ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბას­თან, რე­ა­ლუ­რად კი სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო მძევ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ გა­დაგ­ვიდ­გამს მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის და ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­ჯე­რე­ბის გა­რე­შე.ქ-ნ ჟორ­ჟო­ლი­ანს კი ვურ­ჩევ, ებ­რძო­ლოს ბო­რო­ტე­ბას, ესე იგი “რუ­სულ ოც­ნე­ბა­სა”და ქვეყ­ნის მიმ­ტა­ცე­ბელ ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვილს, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ბო­რო­ტი ეჭ­ვის, უი­მე­დო­ბი­სა და ხელ­ჩაქ­ნე­უ­ლო­ბის გაღ­ვი­ვე­ბით ახა­რებ­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის, “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა” და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­სის­ხლე მტრებს”, – წერს პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

ცნობისთვის, ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის თქმით, სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას, რომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა­ზეც “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” უარი თქვა. მი­სი­ვე ცნო­ბით პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს სცე­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბო­და: “გვერ­დზე ფი­ცა­რი ეგდო, გა­ხე­და და მი­თხრა, ეს საკ­მა­რი­სი არ არი­სო?!” – აღ­ნიშ­ნავს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

Cesko