“ცოლიც გაკვირვებულია, სტუდენტი ქმარი ვერ გაიგო” – სად ჩაირიცხა პაატა გულიაშვილი

0
735
21 Views

პაატა გულიაშვილი, რომელსაც “რუსთავი 2-ზე” ახალი იუმორისტული შოუ დაწყებული არ ჰქონდა, მაგისტრანტი გახდა. მან დრამის რეჟისორობა გადაწყვიტა და ლევან წულაძის სტუდენტია.

“პაატა გულიაშვილის შოუს” ძველ გვარდიასთან – ნიკა რამიშვილთან, კობა ბარათელთან და ზაქრო ინწკირველთან ერთად ამზადებს.

მხოლოდ წამყვანის ამპლუაში არ არის, ვერც ნეგატიურ კომენტარებს ტოვებს უყურადღებოდ. თუმცა მათი “დაიგნორებაც” ნელ-ნელა ისწავლა.

პაატამ ამ ყველაფრის შესახებ “პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.

“მოგეხსენებათ ტელევიზიაში რეიტინგებზეა ყველაფერი. პირველი გადაცემა კარგი გამოვიდა, მაგრამ მეორე და მესამეა მნიშვნელოვანი.

გამოხმაურება იყო კარგიც და ცუდიც. ადრე ცუდის მთქმელებს მაგრად ვაქცევდი ყურადღებას, უბანში მივარდნამდეც კი. მერე მივხვდი, რომ არიან ადამიანები, რომელთაც უბრალოდ არაფერი არ მოსწონთ.

ტელევიზიიდან ტელევიზიაში დახტისო, თქვეს. თან იმათმა, ვინც პარტიიდან პარტიაში თავად დახტის. მე ანეკდოტს რომელ არხზე მოვყვები, რა მნიშვნელობა აქვს?! ვერ გავიგე რას მერჩიან. გულზე მხვდება, მაგრამ ვცდილობ აღარ მივიკარო.

არის ასეთი კომენტარებიც – სადაც არ უნდა იყო, გიყურებთ, ცხოვრებას გვიხალისებო. ეს, როგორც მსახიობს, ძალიან მომწონს. რობერტ სტურუამ კარგი რამ თქვა: მსახიობმა ერთი და იგივე როლი რომ ათი წელი ითამაშოს და რეჟისორმა მეათე წელს უთხრას, დღეს იყავი განსაკუთრებულიო, კიდევ ათი წელი ითამაშებს ამ დიდი სიხარულითო.

– და სარეჟისოროზე სწავლის გაგრძელება რამ გადაგაწყვეტინათ?

– სპონტანურად გადავწყვიტე. თელავის თეატრში გიორგი შალუტაშვილის და რობერტ სტურუას მიერ დადგმულ “ვენეციელ ვაჭარში” მთავარი როლი შევასრულე. ურთულესი პიესაა, მაგრამ ავიჩემე. იქ ჩამოვარდა საუბარი მაგისტრატურაზე და ხომ არ ვცადო-მეთქი…

დედა გაგიჟდა, ცოლიც გაკვირვებულია, სტუდენტი ქმარი ვერ გაიგო. ჩემი უფროსი შვილი აბიტურიენტია. მამა, სტუდენტობა დაგასწარი-მეთქი, ვუთხარი.

გამოცდაზე “რომეო და ჯულიეტას” კონცეფცია დაგვაწერინეს, როგორ ვხედავთ და როგორ დავდგამდით.

მეორე დღეს გასაუბრებაზე მკითხეს, ნაფიქრი გქონდა თუ აქ მოიფიქრეო? ნაფიქრი არ მქონია, მაგრამ “რომეო და ჯულიეტაა”! იცი, შექსპირია და შინაგანი წარმოდგენა გაქვს, ხო, შექმნილი. კლასიკურ ნაწარმოებებზე ყველას ჩვენ-ჩვენი წარმოსახვები გვაქვს. მოკლედ, ჩემი ვერსია საინტერესოდ მიიჩნიეს. თუ დადგმის საშუალება მომეცემა, დავდგამ და თავად განსაჯეთ.

ეს არ არის იმის მცდელობა ჩავჯდე სავარძელში და სპექტაკლები დავდგა. მაგრამ რა იყო, იცით? რომ იცოდნენ თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი, ევროპული თეატრებისგან შემოთავაზება მქონდა, ჩავსულიყავი და სპექტაკლი დამედგა. მაგალითად, თურქეთიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან… თუმცა ოფიციალური დიპლომის უქონლობა ხელს მიშლიდა ამ წინადადების მიღებაში. ვიფიქრე, მოდი, ვცდი, რატომაც არა-მეთქი?!

საერთოდ რეჟისორებთან კონფლიქტი მაქვს და სადადგმო საკითხში ვერევი ხოლმეო. მიზანსცენებში ასე ვცადოთ, ისე ვცადოთ-მეთქი. ეს საქმის სიყვარულის თანმხლები პროცესია. როლში რომ გაგანაწილებენ, ფიქრობ, მუშაობ და ბრმად არ მიყვები რეჟისორს. ეს ნორმალურია.

აი, ასე, ვერ ვისვენებ, რა. ახალ-ახალი საქმეები მაინტერესებს. ბედ-იღბალიც მნიშვნელოვანია. იმდენჯერ დავიწყე თავიდან და სხვადასხვა ტელევიზიაში, რომ ყოველ ჯერზე მეგონა დამთავრდა და ჩემი სხვა საქმე უნდა მომეძებნა. ბედისწერას არ უნდა მიენდო. უნდა ეძებო. ცხვირიც ბევრჯერ წამიმტვრევია. კახელი ვარ, ვერ ვითმენ. ამის გამო ვტოვებ, მივდივარ… რთულია, როდესაც ისეთ დროს ხვდები წინააღმდეგობას, როცა შეიძლება მარტივად გადაწყდეს. მაგრამ უბრალოდ ვიღაცას ასე არ უნდა, არ სცალია… ფიქრობს, როცა უნდა შემცვლის. მაგრამ არა! რატომ შემცვალოს? ჩემით წავალ…

Cesko