28 წლის მამაკაცმა ელისაბედ მეორის კუბოს გახსნა სცადა – სკანდალი დაკრძალვის ცერემონიაზე

0
412
25 Views

ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე 28 წლის მუჰამად ხანმა დედოფლის კუბოს გახსნა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 28 წლის ხანი უესტმინსტერის კათედრალში იმ ადამიანებს შორის იყო, რომლებიც დედოფალს უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ. როცა მოულოდნელად მან ელისაბედის კუბოსთან მიახლოება და მისი გახსნა სცადა.

„ის ორივე ხელით ჩაეჭიდა კუბოს. ხანი იმ იდეას ემხრობოდა, რომ დედოფალი არ მომკვდარა. ამიტომ ამ ნაბიჯით  იმის შემოწმება უნდოდა მართლა მოკვდა თუ არა ელისაბედი”,- ამბობენ თვითმხილველები.

წესრიგის დარღვევისთვის მუჰამად ხანი პოლიციამ დააკავა.top

Cesko