მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს. ისინი, სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან.
როგორც ახალგაზრდების მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილები, დიდი ალბათობით, სტუდენტები იყვნენ და ისინი აღნიშნულ სახლში ქირით ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან.
ახალგაზრდების ცხედრები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. სწორედ აღნიშნულმა უნდა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.