პეტრე მამრაძე: გარდაუვალი იყო ის ფაქტი, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში მოიმწყვდია და ამისთვის რამდენიმე მიზეზი იყო

0
542
17 Views

თავიდანვე ტყუილი, სიძულვილი და ძალადობა იყო არა მარტო ის სამი საყრდენი, რასაც პროვოცირებდნენ მოსახლეობაში, არამედ შიგნით პარტიაშიც ეს სუფევდა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ განაცხადა.

გარდაუვალი იყო ის ფაქტი, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში მოიმწყვდია და ამისთვის რამდენიმე მიზეზი იყო.

„თავიდანვე ტყუილი, სიძულვილი და ძალადობა იყო არა მარტო ის სამი საყრდენი, რასაც პროვოცირებდნენ მოსახლეობაში, არამედ შიგნით პარტიაშიც ეს სუფევდა. მაშ რა აკავებდათ? აკავებდათ ის, რომ იყო ძალიან მკაცრი სისტემა, რომ თუ იქნები შიგნით პარტიაში და ყველა დავალებას შეასრულებ, თუნდაც კანონსაწინააღმდეგოს, სამაგიეროდ უსათუოდ გექნება დიდი ქონება, სტატუსიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია – პარლამენტის წევრი, მინისტრი და ასე შემდეგ და ამაზე მიდიოდნენ. განსაკუთრებით ახალგაზრდები“, – განაცხადა მამრაძემ.

მისივე თქმით, მათ ასევე ჰქონდათ ძალიან დიდი ფინანსური რესურსი, თუმცა დღემდე არავინ დაინტერესებულა ამით.

„პირველი პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ უცებ არ ჩამოიშალა, ეს იყო „ნაცმოძრაობა“. სააკაშვილი რომ გავიდა საზღვარგარეთ, ის რჩებოდა იმ ფიგურად, 2020 წლის ჩათვლით, რომელსაც შეეძლო პიროვნულად 30-36 ადგილის აღება პარლამენტში. სხვას არავის შეეძლო და მათ ეს იცოდნენ“, – განაცხადა მამრაძემ.

Cesko