დედოფლის დაკრძალვის ცერემონიას პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა დაესწრებიან

0
473
20 Views

9 წლის პრინცი ჯორჯი და 7 წლის პრინცესა შარლოტა მათი დიდი ბებიის, ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უელსის პრინცისა და პრინცესის შვილები სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დედოფლის კუბოს ეკლესიისკენ მიაცილებენ. მათ წინ მშობლები – პრინცი უილიამი და პრინცესა ქეთრინი გაივლიან, უკან კი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია – ჰარი და მეგანი. პროცესიას მეფე ჩარლზი და დედოფალი-კონსორტი კამილა გაუძღვებიან.

ჯორჯის და შარლოტას უმცროსი ძმა, 4 წლის პრინცი ლუი ცერემონიას არ დაესწრება.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს დღეს დაკრძალავენ. სამგლოვიარო ცერემონიაზე 200 ქვეყნიდან 500-მდე ოფიციალურ სტუმარს ელოდებიან. მათ შორის იქნება 101 პრეზიდენტი და მთავრობის ხელმძღვანელი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მონარქს უინძორების სასახლეში მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალავენ.

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.

Cesko