20 Views
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგის, უ ძუნიუს კომენტარები კამათის საგანი გახდა. ოფიციალურმა პირმა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის შემთხვევა დაფიქსირდა, ადგილობრივები გააფრთხილა, უცხოელებს არ შეეხონ, – ამის შესახებ BBC წერს.
„უცხოელებთან კანით კონტაქტისგან თავი შეიკავეთ“, – ამბობს ეპიდემიოლოგი.
მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ნაწილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაღალჩინოსნის განცხადება რასისტულია, ჩინურ პლატფორმა Weibo-ზე, მის განცხადებაზე კომენტარების დაწერა შეზღუდეს.
ეპიდემიოლოგი მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს იმ ადამიანებთანაც, რომლებიც, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, საზღვარგარეთ იყვნენ.