23 Views
„მილიანერი ვარ…” – ამბობს „მთავართან” ინტერვიუში სინოდის წევრი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია. მეუფე ანტონი ერთდროულად სამ სახლს წავკისში, დიღომსა და ჩაქვში იშენებს.
ფლობს წილებს 8 კომპანიაში, საიდანაც 2 სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს. 157 კვ/მ ბინას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე; უძრავ ქონებას წავკისში, ტაბახმელაში, ვანსა და ბაღდათში. ხელმძღვანელობს საპატრიარქოს რამდენიმე ფონდსა და გიმნაზიას.
სუს-ის კრებსებს თუ დავუჯერებთ, მეუფე ანტონს აქვს კრიპტო ბიზნესიც. ლილუაშვილის უწყების ინფორმაციით, მეუფე ანტონი ვანის რეზიდენციაში ბიტკოინის მიღებისთვის 50 ე.წ. მაინერს ამუშავებს, ელექტროენერგიის თანხას კი ვანის მერია იხდის.