პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ უნდა გადაჰყვეს არც სააკაშვილს, არც ნიკა გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. ამის შესახებ პრეზიდენტმა “იმედის” ეთერში, ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.
“ჩამოვედი ბრიუსელში იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად, სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომლებიც მე არ მაძლევს საშუალებას, ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია გადავარჩინო მარტო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა. ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი.მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში – არც სააკაშვილს არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს.
საგანგებო მიმართვა “რადგან საქართელოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება მივიღე გადაწყვეტილება გვარამიას და სააკაშვილის…”
31 Views