25 Views
გია ბაღაშვილმა თავისი ოთხი ქალიშვილი სკოლაში გააცილა და მათთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ანასტასია ბაღაშვილი კი დღეს სკოლაში პირველად წავიდა და ბედნიერი მამა ამასაც აღნიშნავს:
„ჩემი უძლეველი რაზმი სკოლას დაუბრუნდა!
მამიკოს გულის გამხარებლის, პატარა ანასტასიასთვის განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან დღეს პირველად წავიდა სკოლის მოსამზადებელ კლასში!
ყველას გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ჯანმრთელობა, სიკეთე და წარმატებები თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს!“