27 Views
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საკუთარ ტვიტერის გვერდზე ავრცელებს. ის შეხვედრებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან გამართავს.
“მესამე ვიზიტია კიევში ომის დაწყებიდან, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია”. – წერს ლეიენი.