ვინ არის ქართველი ქალი, რომელიმაც რამდენიმე დღის წინ რუს “კანონიერ ქურდზე” სტამბულში იქორწინა – სიძე-პატარძლის ჩაცმულობაზეც ქართველი დიზაინერი ზრუნავდა (+ფოტოები)

0
1516
27 Views

სტამ­ბო­ლის გა­რე­უ­ბან­ში, ფე­შე­ნე­ბე­ლურ რეს­ტო­რან­ში რუსი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის” ევ­გე­ნი ვე­სი­ოლ­კი­ნი­სა და ქარ­თვე­ლი ქა­ლის, ნა­თია დო­ლი­ძის გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა. 42 წლის ნა­თია დო­ლი­ძემ და და 45 წლის ვე­სი­ოლ­კი­ნამ ჯვა­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს, მო­ძღვა­რიც ამ დღის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან თურ­ქეთ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ვი­და.

“პრა­იმ კრა­ი­მის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­გე­ნი ვე­სი­ოლ­კი­ნი, მეტ­სა­ხე­ლად, “ჟე­ნია ვე­სი­ო­ლი“ 1977 წელს და­ი­ბა­და. მისი ქურ­დად კურ­თხე­ვა 2013 წელს მოხ­და. მა­ნამ­დე რუ­სეთ­ში რამ­დენ­ჯერ­მე იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი და სხვა­დას­ხვა ცი­ხე­ში მო­ი­ხა­და სას­ჯე­ლი. ამ­ჟა­მად ცხოვ­რობს თურ­ქეთ­ში და საკ­მა­ოდ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლია ქარ­თველ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მდიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას უამ­რა­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ეს­წრე­ბო­და. ქორ­წი­ლის პირ­ველ დღეს სტუმ­რე­ბის­თვის დრეს­კო­დი თეთ­რი და შავი ფერი იყო. სწო­რედ ამ ფე­რებ­ში იყო გა­წყო­ბი­ლი პა­ტარ­ძლის კაბა ქორ­წი­ლის პირ­ველ დღეს, ხოლო მე­ო­რე დღეს ის წი­თე­ლი კა­ბით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

პა­ტარ­ძლის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე თურ­ქეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა შალი ხიმ­ში­აშ­ვილ­მა იზ­რუ­ნა. ასე­ვე ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ქორ­წი­ლის სუფ­რა მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ღე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბით იყო გა­წყო­ბი­ლი და სუფ­რის თა­მა­დაც ქარ­თვე­ლი გახ­ლდათ.

ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა.

 

Cesko