27 Views
რუსეთის ფედერაცია შავ ზღვაში ოთხი დიდი სადესანტო ხომალდით დაჯგუფებას ააქტიურებს. ამის შესახებ RBC ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით იტყობინება.
„შავ ზღვაში მტრის ფლოტის 14 ხომალდი რჩება უსაფრთხო ლოკაციაზე ყირიმის სამხრეთ სანაპიროსთან. 4 დიდი სადესანტო ხომალდი აგრესორმა მხარემ მოულოდნელად გაააქტიურა. სამხედრო პროგნოზებით, ზღვაზე შტორმის გამო მტრის ამოცანების განხორციელება ვერ ხერხდება. სანაპირო წყლებში და ზოგიერთ ნაწილში აფეთქებების საფრთხე რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.