30 Views
თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე რესტორანში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას cnn-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, არიან დაჭრილებიც. სროლა ორ შეიარაღებულ ჯგუფს შორის დაიწყო. კონფლიქტის მომენტი სათვალთვალო კამერაზეა ასახული.
„გაურკვეველი მიზეზით დაწესებულებაში მყოფ ორ ჯგუფს შორის შელაპარაკება დაიწყო. დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა“, – წერს მედიასაშუალება.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება.