„ადამიანის განვითარების ერთ-ერთი გზა არა მხოლოდ რაღაცების შეძენა, არამედ რაღაცებისგან გათავისუფლებაც არის“ – გია მურღულია

0
487
22 Views

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წარუმატებლობის მიზეზებს ასახელებს.

„ვფიქრობ, წარუმატებლობას იწვევს:

1. არასისტემური განათლება ან გაუნათლებლობა;

2. შესაბამისი უნარების (ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა, ანალიზი, გადაჭარბებული ან არასაკმარისი თვითშეფასება; შეუპოვრობა…) არარსებობა;


3. თვითრწმენის არარსებობა;

4. მარცხის მიმართ მდგრადობის არარსებობა;

5. არასწორი არჩევანი (მაგალითად – პროფესიის ან ადამიანის) ან ალგორითმის (მიზნისკენ სავალ ნაბიჯთა თანმიმდევრობის) გაუაზრებლობა;

6. გადაწყვეტილებათა კორექციის (ზოგადად – ცვლილებათა) შიში;

7. შეცდომის აღიარების შიში;

8. პასუხისმგებლობის აღების შიში;

9. მოვლენათა საბედისწერო გადახლართვა (როდესაც მიზეზი ადამიანის მიღმაა და მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია);

10. პოზიტიური განწყობის არარსებობა – უიმედობა ან სასოწარკვეთა.

ადამიანის განვითარების ერთ-ერთი გზა არა მხოლოდ რაღაცების შეძენა, არამედ რაღაცებისგან გათავისუფლებაც არის.

მეცხრეს გარდა, ყველაფერი ჩვენს ხელშია“, – წერს გია მურღულია.

Cesko