21 Views
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.
„ეს არის თქვენ ნიუსრუმში მოგონილი ამბავი. ეტყობა ნიუსები შემოგაკლდათ და ფეიკების იმ ჯაჭვში კიდევ ერთი ფეიკი რომ ჩამატებულიყო, მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება ეს ტყუილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
9 სექტემბერს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ.