20 Views
მკვლელობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში. სოფელ გელათში მარიამობის ღამეს, 35 წლის მამაკაცი მოკლეს. მოკლულს საცხოვრებელ სახლთან 10-მდე პირი ჩაუსაფრდა, მათ შორის იყო მისივე ნათლული და ნათესავიც.
ახალგაზრდა მამაკაცს 10-მდე ჭრილობა დანით მიაყენეს. დანაშაულის ჩადენის დროს, ის მამასთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ დანაშაულში მონაწილე პირები ნასვამები იმყოფებოდნენ. მოტივად კი წარსულში მომხდარი დაპირისპირება სახელდება.
წყარო: “მთავარი არხი”