26 Views
-
როცა შენ გელაპარაკება, ხმა უბოხდება
თუ აღმოაჩენ, რომ მამაკაცი უფრო ბოხი, ღრმა ხმით გელაპარაკება, ეს იმის ნიშანია, რომ შენ მას სექსუალურად ძალიან იზიდავ.
-
როდესაც შენთან ერთადაა, ბავშვივით იქცევა და სისულელეებს აკეთებს
ერთი რამ, რაც ათასწლეულებია არ იცვლება, ისაა, რომ ქალზე შთაბეჭდილების მოსახდენად, მამაკაცებს სულელური ქცევის ტენდენცია ახასიათებთ.
-
ის ხშირად გიყურებს თვალებში
თვალებით საუბარი უკიდურესად ინტიმური ქმედებაა და თუ ის ხშირად ცდილობს შენი მზერის „დაჭერას“, ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან დაინტერესებულია.
-
მისი სუნთქვა სწრაფდება
დააკვირდი, იცვლება თუ არა მისი სუნთქვის სიჩქარე, როცა მას ერთი ნაბიჯით უახლოვდები…
-
ის ხშირად უყურებს შენს ტუჩებს
და მან სულაც არ იცის, რომ ამას ასე ხშირად აკეთებს. მაგრამ შენ იცი და ასევე, იცი, რომ ეს მიზიდულობის მთავარი ნიშანია.
-
უბრალოდ, ამას გრძნობ
თუ გინდა, ამას ქალური ინტუიცია დაარქვი. თუ უბრალოდ გრძნობ, რომ ეს მამაკაცი, ძალიან დაინტერესებულია, მაშინ ეს ასეცაა!