რომის პაპმა დარია დუგინას ომის უდანაშაულო მსხვერპლი უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო ​უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს

0
562
20 Views

დარია დუგინას რომის პაპმა ომის უდანაშაულო მსხვერპლი უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო ​უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს.

უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში პაპი ფრანცისკეს გამოსვლის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს. უკრაინის საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ომის დაწყების შემდეგ რომის პაპს არასდროს მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება ომის კონკრეტული მსხვერპლებისთვის.

დმიტრო კულებას განცხადებით ფაქტი, რომ წმინდა საყდრის ნუნციო დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს, უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს.

Cesko