“შიმშილსა და გაჭირვებაში გავიზარდე… მერე როცა დიდი გავხდი, ღმერთმა გამომიგზავნა უზბეკი კაცი…შევაფურთხე ყველა მთავრობას და მის მოცემულ ყველაფერს…” – გივი სიხარულიძე

0
560
19 Views

მსახიობი გივი სიხარულიძე ბავშვობის წლებს იხსენებს. როგორც თავად ამბობს გაჭირვებაში გაიზარდა და ფულის ყადრიც იცის.

„მე ძალიან გაჭირვებაში გავიზარდე. მამა გადასახლებული მყავდა. ვიცოდი, რა იყო ფული და როგორ ძნელად იშოვებოდა. ვხედავდი, როგორ წვალობდა დედაჩემი. განა ბევრისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემთვის ლუკმაპური ეჭმია. ყველას ჰყავდა სანტა-კლაუსი – მშობელი ღამე რომ გიდებს საჩუქარს ჩუმად და დილით გეუბნება, ეს სანტა კლაუსმა მოგიტანაო, ხომ იცით?! მე ისე გავიზარდე, სანტა კლაუსი არ მყოლია. ვინ იქნებოდა ჩემი სანტა კლაუსი? შიმშილსა და გაჭირვებაში გავიზარდე.

მერე როცა დიდი გავხდი, ღმერთმა გამომიგზავნა უზბეკი კაცი, რომელიც ცხრა წელი საბჭოთა კავშირის ელჩი იყო იაპონიაში. პროფესორი, აკადემიკოსი, უდიდესი მეცნიერი და დიდი ბიზნესმენი – ფათახ შადოევი, რომელსაც ვუთხარი: ალბათ, მთელი ცხოვრება იმიტომ არ მყოლია სანტა კლაუსი, რომ ღმერთი მამზადებდა ყველაზე დიდი სანტა კლაუსისთვის, რაც კი ამქვეყნად არსებობს-მეთქი.

ეს კაცი ყველანაირად გვერდით დამიდგა. თუ მე ამხელა წოდებები მაქვს – საქართველოს ხელოვნების და კულტურის ქურუმი ვარ, ღირსების ორდერის კავალერი, რაინდის წოდება მაქვს, დამსახურებული არტისტი, ნიკო ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი. უამრავი პრემია მაქვს მიღებული და სამას ლარს რომ მაძლევ პენსიას, შევაფურთხე ყველა მთავრობას და მის მოცემულ ყველაფერს. ერთადერთი, ვის მიმართაც დიდი სიყვარულით ვარ განწყობილი, რადგან ეროვნული კაცია და ჩემი ქალაქი გამილამაზა, ეს არის კახი კალაძე. ეს კაცი ძალიან მომწონს, ამას გულით ვამბობ. დანარჩენი – არა.

მე ოპოზიციონერი არ ვარ და ვერც ვიქნები. როცა ოპოზიციონერი ხარ და რაღაცას ყვირი, მაშინ უნდა შეგეძლოს, შენ რომ მოხვალ, უკეთესად გააკეთო და ამაზე ხელი უნდა მოაწერო. მაგრამ სინამდვილეში, ისინი ყველანაირ გოთვერნობებს და მამაძაღლობებს აწყობენ, რომ მთავრობაში მოვიდნენ და მერე ხალხი ფეხებზე დაიკიდონ”, – განაცხადა გივი სიხარულიძე.

წყარო: თბილისელები

Cesko