“მკვდრებმა აღმართეს საქართველოს დროშები” და კვარაზე დაიწყეს “ლაიქების” კეთება. არ გამოგივათ! კვარადონა ჩვენია და არა თქვენი და იცით რატომ?”

0
1281
28 Views

ემიგრანტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

⚽️ ეროსი მანჯგალაძეს მიყავდა თბილისის „დინამოს“ თამაში ერევნის “არარატთან”. ჩვენი გუნდი დიდი ანგარიშით აგებდა. დანიშნა მსაჯმა ჯარიმა და ქართველებმა ცოცხალი კედელი გააკეთეს. აღშფოთებულმა ეროსიმ წამოიძახა: “..და მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი!“
ფბ-ს რომ გადავხედე, მკვდრებმა (მიძინებულმა პოლიტიკოსებმა) აღმართეს საქართველოს დროშები და კვარაზე დაიწყეს “ლაიქების” კეთება. 😂
არ გამოგივათ! კვარადონა ჩვენია და არა თქვენი. და იცით რატომ?
“თუ ბურთი შენ არ გაქვს, კარში ვერ დაარტყამ. თუ კარში არ დაარტყამ, გოლს ვერ გაიტან. თუ გოლს ვერ გაიტან, ვერ მოიგებ” (იოჰან კრუიფი).👌
ასე რომ, ბურთი თქვენს მოედანზე არ არის და როგორც დიმა ობოლაძე იტყოდა: “თქვენ თავზე ორთქლი აგდით. არა, ბოლი… უკაცრავად – ოხშივარი”. 😂
კვარა ❤

 

Cesko