ვიდეო: ზაზა ფაჩულიას ცეკვამ მეგობრის შვილის ქორწილში ოვაციები დაიმსახურა

0
1765
24 Views

ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია მეუღლესთან თიკა ალავიძე-ფაჩულიასთან ერთად სტივ კერის შვილის ქორწილში იმყოფებოდა.

„გოლდენ სტეიტის“ ყოფილმა დამრიგებელმა სტივ კერიმ შვილის ქორწილში სამხრეთ საფრანგეთში გადაიხადა.

ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში ფოტოებს ანტიბიდან გვიზიარებს. ქალაქი საფრანგეთის სამხრეთით მდებარეობს და ტურისტების ყურადღებას მისი ულამაზესი ხედებით იპყრობს.

ზაზა ფაჩულიას ცეკვას სტივ კერის ქორწილში ოვაციები მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ სტივ კერი „გოლდენ სტეიტის“ დამრიგებელი მაშინ იყო, როდესაც ზაზა ფაჩულია NBA-ის ჩემპიონი გახდა.

სტივ კერის 2022 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა უკავია.

ფოტო: როგორ გამოიყურებიან ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე სტივ კერის შვილის ქორწილში

Cesko