ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული შენობის ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი

0
558
23 Views

ერევანში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, რომელიც სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მოხდა, ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი. ამის შესახებ Sputnik-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ჩამონგრევამდე შენობასთან ადამიანები იდგნენ, მაგრამ ამ დროისთვის მათი რაოდენობა უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, ჩამოინგრა შენობა, სადაც განთავსებული იყო პიროტექნიკის მაღაზია.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. ადგილზე მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმყოფება და როგორც მედია წერს, უახლოეს პერიოდში გავრცელდება ოფიციალური ინფორმაცია.

Cesko