„მეკითხებიან უფროსი ცოლის მოყვანა როგორ გადაწყვიტეო, ეს ძალიან რთული იყო…“ – რას ამბობს ზურა ხაჩიძე 20 წლის წინანდელ ნაბიჯზე?

0
1359
27 Views

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ მეუღლესთან, ხათუნა ჟორდანიასთან ერთად საზოგადოების კითხვებს ფეისბუკის პირდაპირ ეთერში გასცა პასუხი. როგორც ყოველთვის ამჯერადაც ვიდეოს მაყურებლები მათი სიყვარულის ისტორიით დაინტერესდნენ, რაზედაც წყვილმა გულახდილად ისაუბრა.

„ჩვენმა სიყვარულმა ძალიან ბევრი ქარტეხილი გაიარა და გასავლელიც ბევრია. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის მშვიდი და წყნარი ცხოვრება“, – აღნიშნა ხათუნამ.

წყვილის ურთიერთობაზე ზურამაც ისაუბრა.

„მეკითხებიან, უფროსი ცოლის მოყვანა როგორ გადაწყვიტეო. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ჩვენი ურთიერთობა 20 წელს ითვლის. როგორიც მინდოდა და წარმომედგინა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მეორე ნახევარი, ხათუნა ზუსტად ისეთია. მე შემიყვარდა, მე ის ავირჩიე და მასში დავინახე ის თვისებები, რომელიც მე მომწონდა. ხათუნა ჩემი უმაგრესი მეგობარია“, – აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.

digest.pia.ge

Cesko