“მიიღე ჩემგან, ქრისტიანული მიტევება! ვაჟკაცს არ აკნინებს შენდობის თხოვნა, პირიქით, ღირსებაში ეთვლება!…” – ზაზა დავითაია ფარნაოზ ჭკადუას

0
690
24 Views

ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში ნაცმოზრაობის წევრის ფარნაოზ ჭკადუას გზავნილს პასუხობს და მის პასუხს ავრცელებს:

ფარნაოზ ჭკადუას ეს აღიარება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს!
ფარნაოზ! მიხარია, რომ გადალახე შინაგანი წინააღმდეგობა, ინანე საქციელი და აღიარება შეძელი! მიიღე ჩემგან, ქრისტიანული მიტევება!
მიმაჩნია, რომ ვაჟკაცს არ აკნინებს შენდობის თხოვნა, პირიქით, ღირსებაში ეთვლება! ხოლო ქრისტიანულად, სინანულის გრძნობა ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი ეტაპია საკუთარი სულის საცხონებლად!! გულახდილად გეტყვი – შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლო გიყვარს, უბრალოდ, სხვანაირად, ჩემგან განსხვავებულად ხედავ მისი გადარჩენის შანსს…
დაე, ჩვენი შერიგება აღმოჩნდეს დაყოფილ-დაპირისპირებული საზოგადოების დაზავების, ერის გაერთიანების წინაპირობა და ზნეობრივი მაგალითი! იმისი პრეცედენტი, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თანაცხოვრება შესაძლებელია! გისურვებ წარმატებას პირად ცხოვრებაში, სულ მალე სამშობლოში დაბრუნებას და მონატრებულ შვილთან ჩახუტებას! ვისურვებდი, სასამართლომ გაითვალისწინოს შენი პოზიცია და მოსჯილი სასჯელი გაგიბათილოს! ღმერთი გწყალობდეს და გახარებდეს!!! 🤝
https://www.facebook.com/pharnaoz.chkadua/posts/pfbid02z7mnYqnqwmRyD6edU3XcudEk8CA69tFxcrEmtJxytz9yhLh1JdyakgyeDmNM2eo4l

 

Cesko