რა სახით და როდის განახლდება სწავლა სკოლებში – განათლების სამინისტროს პასუხი მშობლებს

0
4223
26 Views

საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან უნდა განახლდეს და რაც უფრო ცოტა დრო რჩება, მშობლებს აწუხებთ შეკითხვა, რა ფორმატში განახლდება და ექნებათ თუ არა ისევ ონლაინსწავლების არჩევის უფლება. შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Mshoblebi.ge-მ მიმართა:

“როგორც კი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ინფორმაცია სამინისტროს გვერდზე აუცილებლად გამოქვეყნდება. აღნიშნულ საკითხზე ახლა მუშაობა მიმდინარეობს, ყველა მხარე ჩართულია, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროც და შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ყველას დროულად ეცნობება”, – განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ წინა წელს, კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მშობლებს ჰქონდათ არჩევანის უფლება,შვილები სკოლაში გაეშვათ თუ ონლაინ ფორმატი გამოეყენებინათ.

წყარო : Mshoblebi.ge

Cesko