“უკრაინის მთავარმა ჯამბაზმა, რუსეთის მთელი მოსახლეობის პასუხისგებაში მიცემა შესთავაზა (დასავლეთს), მსგავსი იდეის განხორციელება ერთან მიმართებაში, ჰიტლერმა სცადა” – მედვედევი

0
545
22 Views

ბოლოს, მსგავსი იდეის განხორციელება მთლიანი ერის მიმართებაში ადოლფ ჰიტლერმა სცადა,- ასე ეხმიანება დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რითაც ზელენსკიმ დასავლეთს, თავიანთ ქვეყნებში, რუსეთის მოქალაქეების შეშვების აკრძალვისკენ მოუწოდა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ ბოლოს მსგავსი იდეის განხორციელება, მთლიან ერთან მიმართებაში ადოლფ ჰიტლერმა სცადა.

“უკრაინის მთავარმა ჯამბაზმა შესთავაზა „რუსეთის მთლიანი მოსახლეობის პასუხისგებაში მიცემა. ბოლოს, მსგავსი იდეის განხორციელება მთლიანი ერის მიმართებაში ადოლფ ჰიტლერმა სცადა. არსებობს კიდევ კითხვები უკრაინის ხელისუფლების ბუნებასთან დაკავშირებით?” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის განცხადებაში დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყნებში შემოსვლა აკრძალონ, და ვინც უკვე გადმოკვეთა რუსეთის საზღვარი, ისინი რუსეთში დააბრუნონ.

Cesko