რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ ისინი, რომ რუსეთში წავიდნენ – ვოლოდიმირ ზელენსკი

0
589
24 Views

უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს მოუწოდებს, რუსი ხალხი არ მიიღონ. მისი თქმით, რუსეთის მოსახლეობამ აირჩია მთავრობა და მას არ ებრძვიან.

“რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ ისინი, რომ რუსეთში წავიდნენ. მაშინ მიხვდებიან. ახლა ისინი ამბობენ – ამ ომს ჩვენთან კავშირი არ აქვს. მთელი მოსახლეობა პასუხისმგებელი ვერ იქნება, ეს შესაძლებელია? – დიახ, შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და ისინი მას არ ებრძვიან, არ ეჩხუბებიან და არ უყვირიან. არ გინდათ ეს იზოლაცია? თქვენ ეუბნებით მთელ მსოფლიოს, რომ ყველამ თქვენი წესებით უნდა იცხოვროს. ხოდა, წადით და რუსეთში იცხოვრეთ, ეს პუტინზე ზემოქმედებისთვის ერთადერთი გზაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Cesko