პირველად საქართველოში – ეპისკოპალურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიანი წყვილი შეაუღლა

0
1221
24 Views

საქართველოში პირველად ეპისკოპალურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიან წყვილი შეაუღლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ონლაინ გამოცემა “ქვიარი” ავრცელებს:

“ამა წლის 18 ივნისს, საქართველოს ეპისკოპალურმა ეკლესიამ აღასრულა ჯვრისწერის საიდუმლო ერთნაირსქესიან წყვილზე.

ფაქტი ისტორიულია, რადგან ეს არის საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი პირველი საჯარო საეკლესიო ჯვრისწერა ერთნაირსქესიანი წყვილისათვის.

წყვილს უფლისა და ერთმანეთის სიყვარულში დარჩენას ვუსურვებთ.

ამერიკის ეპისკოპალური ეკლესია პირველი ეკლესიაა ანგლიკანურ თანაზიარებაში, რომელმაც ერთნაირსქესიან წყვილებზე ჯვრისწერის წესი დაუშვა (2012 წლიდან)”, – წერია განცხადებაში.

პირველად საქართველოში - ეპისკოპალურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიან წყვილს ჯვარი დაწერა

 

Cesko